ბელარუსის პრეზიდენტმა 123 პატიმარი შეიწყალა. გადაწყვეტილება ალექსანდრ ლუკაშენკომ დონალდ ტრამპთან შეთანხმების ფარგლებში მიიღო. გათავისუფლებულებს შორის დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან. შეწყალება შეეხოთ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერებს – ვიქტორ ბაბარიკოს და მარია კოლესნიკოვას, ასევე, ნობელის პრემიის ლაურეატს, ალეს ბიალაცკის. გათავისუფლებული პატიმრები უკრაინასა და ლიეტუვას გადასცეს.
პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ კი, შეერთებულმა შტატებმა ბელარუსულ კალიუმზე დაწესებული სანქციები მოხსნა. როგორც ბელარუსის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კოულმა განაცხადა, მინსკისთვის დაწესებულ სხვა სანქციებზე დისკუსიები გაგრძელდება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან ერთად, სულ უფრო მეტი სანქცია მოიხსნება.
„პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით, შეერთებული შტატები კალიუმზე დაწესებულ სანქციებს ხსნის. ვფიქრობ, ეს შეერთებული შტატების მხრიდან ბელარუსისთვის ძალიან კარგი ნაბიჯია. დანარჩენ სანქციებზე დისკუსიები გაგრძელდება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან ერთად, სულ უფრო მეტი სანქცია მოიხსნება“, – აღნიშნა მან.
