არსებობს მზარდი რისკი იმისა, რომ რუსეთმა შესაძლოა გაერთიანებულ სამეფოს შეუტიოს და ქვეყნის შვილები ბრძოლისთვის მზად უნდა იყვნენ, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა.
სერ რიჩარდ ნაიტონმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო სიძლიერე იზრდება და ეს შიშის საფუძველს იძლევა, რადგან რუსული ჯარები უკვე გამოცდილი არიან ბრძოლებში მას შემდეგ, რაც თითქმის ოთხი წლის განმავლობაში უკრაინაში სრულმასშტაბურ ომს აწარმოებენ.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალები ყოველთვის იქნებიან დაცვის პირველი ხაზი ნატოს დანარჩენ წევრებთან ერთად, მაგრამ მთელმა საზოგადოებამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა მდგრადობის აღდგენაში.
„ჩვენი რეაგირება უნდა გასცდეს უბრალოდ შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. ის მოითხოვს ეროვნულ რეაგირებას, რომელიც ააშენებს ჩვენს თავდაცვით სამრეწველო შესაძლებლობებს, განავითარებს ჩვენთვის საჭირო უნარებს, გამოიყენებს იმ ინსტიტუტების ძალას, რომლებიც ომის დროს დაგვჭირდება და უზრუნველყოფს და გაზრდის საზოგადოებისა და მისი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის მდგრადობას“, – დასძინა მან.
