ევროკავშირის მიერ გაყინული 210 მილიარდი ევროს აქტივები უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს მთლიანად ვერ აანაზღაურებს, თუმცა გარკვეულ ხარჯებს დაფარავს. ამის შესახებ ბერლინიდან ჰააგაში გამგზავრებულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ნიდერლანდების პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი მაიამიში დაგეგმილი მოლაპარაკების მორიგ რაუნდსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეხვედრას თავად არ დაესწრება, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ კიევი უსაფრთხოების გარანტიებს მოიპოვებს.
კომენტარები
