რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ევროპელ პოლიტიკოსებს „გოჭები“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები რუსეთის დაშლის იმედით დაიწყო.
პუტინის თქმით, „ყველას ეგონა, რომ მოკლე დროში რუსეთს გაანადგურებდნენ და დაშლიდნენ“.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ევროპული ქვეყნები ამ პროცესში მაშინვე ჩაერთნენ, რადგან რუსეთის კრახის შემთხვევაში სარგებლის მიღების იმედი ჰქონდათ.
„ყველას ეგონა, რომ მოკლე დროში რუსეთს გაანადგურებდნენ და დაშლიდნენ. ხოლო ევროპელი გოჭები მაშინვე ჩაერთნენ წინა ამერიკული ადმინისტრაციის ამ საქმიანობაში იმ იმედით, რომ ჩვენი ქვეყნის დაშლის ხარჯზე ხელს მოითბობდნენ, დაიბრუნებდნენ იმას, რაც წარსულ ისტორიულ პერიოდებში დაკარგეს და შეეცდებოდნენ რევანშის აღებას“, – დასძინა მან.
