19 დეკემბერს ქუთაისში მზიანი ამინდია, დღისით +15 და ღამით +2 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო დღეა ოზურგეთშიც, დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2. ბათუმში მზიანი ამინდია, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღეა ფოთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. არც ზუგდიდში იწვიმებს, დღისით ტემპერატურა +13, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღეა დღეა სოხუმშიც. +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა ამბროლაურშიც, ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც მზიანი ამინდია, +9 იქნება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -11 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან გორშიც, დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +2, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.
არც გურჯაანში იწვიმებს. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიანი დღეა იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
