უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები დადებით ეტაპს უახლოვდება, იმედი მაქვს, რომ უკრაინა სწრაფად იმოქმედებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გამართული ღონისძიების დროს განაცხადა.
„ისინი რაღაცასთან ახლოს არიან, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უკრაინა სწრაფად იმოქმედებს, რადგან რუსეთი იქ არის. იცით, ყოველ ჯერზე, როცა ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ, რუსეთი იცვლის აზრს. გასულ თვეში 27 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა. დაფიქრდით ამაზე. ისინი სიცოცხლეს კარგავენ. არავის უნახავს მსგავსი რამ. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდია. იცით, რომ რვა ომი დავასრულე, ზოგი 35 წელი გაგრძელდა, ერთი 37 წელი, მეორე კი 32. რვა ომი. მეგონა, რომ ეს უფრო ადვილი იქნებოდა. ეს მტრობისა და სიძულვილის გამოა. ეს ცოტა უფრო რთულია, ვიდრე გვეგონა. მაგრამ არსებობს შანსი, რომ ამას მალე მოვახერხებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, როგორც „როიტერი“ იუწყება, თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შაბათ-კვირას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მაიამიში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრას გეგმავენ.
