უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ფიქრობს, რომ ევროკავშირი მისი არსებობის ბოლო საათებს ითვლის.
„ეს არის საბოლოო ეტაპი, დაშლის. ზუსტად ამ ფაზაში ვართ შესული ჩვენ. ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ან წევრი სახელმწიფოები ვერ ასრულებენ, ან კომისია ვერ ასრულებს, ანდა პარლამენტი ახდენს მათ პარალიზებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ის [ევროკავშირი] არ დაინგრევა, ან არ დასრულდება ისე, როგორც ბევრს ჰგონია – რომ იქნება დრამატული მომენტი და შემდეგ ყველაფერი, ასე ვთქვათ, დაინგრევა. ის ძალიან დიდია, მაგრამ ის იშლება. და ჩვენ ამ დღეებს გავდივართ, ჩვენ ამაში ვართ. ეს არ იქნება ერთი დღე, არამედ ისტორიული ეპოქა. შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს, მაგრამ ეს არის დასასრული“, – თქვა ორბანმა ერთ-ერთი გამოსვლის დროს.
გამოსავლის სახით ორბანი ევროპულ საზოგადოებას ევროკავშირის რეორგანიზაციას სთავაზობს.
“თუ ჩვენ რადიკალურად არ მოვახდენთ მთელი ევროპული წარსულის რეორგანიზაციას, რაც შეიძლება და, ჩემი აზრით, უნდა გაკეთდეს, რადგან ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ასეთ საკითხებზე კულისებში, უნგრეთსაც აქვს ამის სტრატეგია, თუ არ მოვახდენთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სისტემის რეორგანიზაციას, ის დაიშლება“, – დასძინა მან.

