აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ომები ან ერთი მხარის დანებებით სრულდება, ან მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებებით.
რუბიოს თქმით, დანებებას არც უკრაინა და არც რუსეთი არ აპირებს და ომის დასასრულებლად ერთადერთი გზა მხოლოდ მოლაპარაკებებია, რომელიც ორივე მხარისგან კომპრომისებს მოითხოვს.
„როგორც წესი, ომები მთავრდება ერთი მხარის დანებებით ან მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმებით. ჩვენ ახლო მომავალში რომელიმე მხარისგან დანებებას არ ვხედავთ, ამიტომ მხოლოდ მოლაპარაკებებით მიღწეული შეთანხმება გვაძლევს ამ ომის დასრულების შესაძლებლობას. ამისთვის კი ორი რამაა საჭირო: ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და რაღაც უნდა დათმოს. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, რისი დათმობა შეუძლია რუსეთს და რის მიღებას ელიან, და რისი დათმობა შეუძლია უკრაინას და რის მიღებას ელიან. საბოლოოდ გადაწყვეტილება რუსეთმა და უკრაინამ უნდა მიიღონ და არა შეერთებულმა შტატებმა. ჩვენ ვერ ვაიძულებთ ვერც უკრაინას და ვერც რუსეთს შეთანხმებას. მათ ეს თავად უნდა სურდეთ“, – თქვა რუბიომ.

