რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის მაიამიში მიემგზავრება, რათა ამერიკულ მხარესთან უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართოს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დმიტრიევი მაიამიში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფსა და სიძეს ჯარედ კუშნერს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მაიამიში უიტკოფი და კუშნერი უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანს რუსტემ უმეროვს შეხვდნენ.
კომენტარები

