პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ლუიშ მონტენეგრუ კიევში ჩავიდა.
როგორც მან უკრაინის დედაქალაქში ჩასვლისას თქვა, ეს ვიზიტი, უპირველეს ყოვლისა, მხარდაჭერის გამოხატულებაა, რომელიც უკრაინაზე რუსეთის უსამართლო აგრესიის დაწყების პირველივე მომენტიდან გრძელდება.
მისი თქმით, პორტუგალია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას.
„კიევში ეს ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანაში, რომელსაც თავს დაესხნენ, თავს ესხმიან და საომარ მდგომარეობაშია. ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტად, მას, ბუნებრივია, სჭირდება ჩვენი სოლიდარობა და სიახლოვე, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს ერთგულებაზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ“, – განაცხადა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა.
ლუიშ მონტენეგრუ უკვე შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ლიდერებმა დაღუპული უკრაინელი მეომრების ხსნოვნას პატივი მიაგეს.
„დღეს, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან, ლუის მონტენეგროსთან ერთად, პატივი მივაგეთ ჩვენი დაღუპული მეომრების ხსოვნას. მარადიული ხსოვნა ყველა ჩვენს დამცველს, ყველა უკრაინელს, ვინც სიცოცხლე შესწირა უკრაინას სიცოცხლისთვის“, – წერს უკრაინის ლიდერი.
უკრაინული მედიის ცნობით, ეს პორტუგალიის პრემიერის პირველი ოფიცილაური ვიზიტია უკრაინაში.
როგორც ცნობილია, ლუიშ მონტენეგრუ ასევე შეხვდება უკრაინელ კოლეგას, იულია სვირიდენკოს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს.

