პორტუგალიამ უკრაინაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაძლოა, სახმელეთო ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა, – ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრუმ კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას პორტუგალიელი ჯარისკაცები უკრაინის უსაფრთხოების დაცვაში, პორტუგალიის პრემიერმა თქვა, რომ ომის დროს ამის ალბათობა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა თანახმაა, „მსურველთა კოალიციასთან“ ერთად, სახმელეთო ოპერაციებში მიიღონ მონაწილეობა.
„ჩვენ არ გვინდა, აქ ვიყოთ ომის დროს, მაგრამ პორტუგალია მონაწილეობს „მსურველთა კოალიციაში“ და მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციებში. ხოლო სამშვიდობო მისიის კონტექსტში, ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში, მას შეუძლია, ძალები განათავსოს უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენ, ასევე შეგვიძლია, მონაწილეობა მივიღოთ სამშვიდობო მისიებში და უზრუნველვყოთ უსაფრთხოება ლატვიასთან და ლიეტუვასთან ერთად. პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის, რომ პორტუგალია ყოველთვის მხარს დაუჭერს და მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო და უსაფრთხოების მისიებში“, – განაცხადა ლუში მონტენეგრუმ.
ცნობისთვის, დღეს უკრაინა და პორტუგალია შეთანხმდნენ უკრაინული საზღვაო დრონების ერთობლივ წარმოებაზე.

