უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროპა საკმარისად ძლიერი უნდა იყოს თავის დასაცავად.
მისივე თქმით, ევროპამ უკრაინის არმია არ უნდა დააფინანსოს და კიევი, გაძლიერების ნაცვლად, ევროპულ გაერთიანებას ასუსტებს.
„უკრაინა ევროპას ძალას კი არ მატებს, არამედ აკლებს. ჩვენ არ უნდა დავაფინანსოთ უკრაინის არმია. ევროპას უნდა შეეძლოს თავის დაცვა, როდესაც საქმე ეხება ჩვეულებრივ იარაღს, სასაზღვრო შეტაკებებს, ეკონომიკურ ომებს. ევროპა საკმარისად ძლიერი უნდა იყოს თავის დასაცავად. დღეს პრობლემა ის არის, რომ ყოველი გადაწყვეტილებით, ჩვენ საკუთარ თავს ვასუსტებთ და არა ვაძლიერებთ. ჩვენ არ უნდა დავაფინანსოთ უკრაინის არმია, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის დასავლეთ მხარეს მდებარე ქვეყნების არმიები. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ევროპული ქვეყნების არმიები. ევროპული სამხედრო ინდუსტრია უნდა გაძლიერდეს ისე, რომ რაიმე პრობლემა თუ იქნება, ევროპა არავის იმედად არ უნდა იყოს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

