აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ბლოკადის ფარგლებში, კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულია ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფი და პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Bella 1, რომელიც ვენესუელაში ნავთობის ჩასატვირთად მიემართებოდა. ეს მიმდინარე თვეში უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა.
როგორც მედია წერს, ბლოკადის ესკალაციამ შესაძლოა, ვენესუელიდან ექსპორტი შეამციროს და ნავთობის გადაზიდვების ინდუსტრიას ქვეყნის მომსახურებისგან ხელი შეუშალოს, რამაც შესაძლოა, ვენესუელიდან ნედლი ნავთობის ექსპორტის სრული შეჩერება გამოიწვიოს.
კომენტარები

