რეალური მტრები არიან რადიკალური მემარცხენეები, რომლებმაც ჩარლი კირკი მოკლეს და მის სიკვდილს ყოველდღიურად ზეიმობენ, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა, დონალდ ტრამპმა უმცროსმა მოძრაობა Turning Point-ის ღონისძიებაზე გამოსვლისას.
მან აღნიშნა, რომ ახლა აშშ სიტყვის თავისუფლებისა და სიმართლის უკანასკნელი კერაა.
„სიტყვის თავისუფლება თავდასხმის ქვეშაა მთელ ევროპაში. მარტივი ჭეშმარიტების თქმის გამო, იქ ხალხს ციხეში სვამენ. ეს ხდება გაერთიანებულ სამეფოში და არ უნდა დავუშვათ, რომ იგივე ამერიკაშიც მოხდეს. ჩვენ ახლა საღი აზრის, სიტყვის თავისუფლებისა და სიმართლის უკანასკნელი კერა ვართ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა უმცროსმა.
კომენტარები

