აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ამერიკელი პენსიონერების მხარდაჭერას უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევაზე წინ აყენებს.
მისი თქმით, სახსრები შიდა სოციალური პროგრამებისკენ უნდა იყოს მიმართული.
„ჩვენ ვეხმარებით ხანდაზმულ ამერიკელებს პენსიაზე ყოფნის პერიოდში, მათ შორის სოციალურ უზრუნველყოფაზე გადასახადების გაუქმებით, რადგან გვწამს, რომ საჭიროა თქვენი მამებისა და დედების პატივისცემა და არა მათი მთელი ფულის უკრაინაში გაგზავნა“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
JD Vance:
We believe in honoring your father and mother rather than shipping all of their money off to Ukraine. pic.twitter.com/knyUrlxtZ1
— Clash Report (@clashreport) December 21, 2025
კომენტარები

