დანიამ აშშ-ის ელჩი, კენ ჰაუერი სასაუბროდ დაიბარა გრენლანდიაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანის გუბერნატორის, ჯეფ ლენდრის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ორშაბათს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.
ამერიკის მთავრობაში განხორციელებულ დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი ევროკავშირშიც გააკეთეს.
„დანიის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი სუვერენიტეტისა და საზღვრების ხელშეუხებლობის შენარჩუნებას ევროკავშირისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, ანუარ ელ-ანუნიმ.
კომენტარები

