სამშენებლო კომპანია “ანაგმა” მორიგი პროექტი წარმატებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
“სამშენებლო კომპანია ანაგმა წარმატებით დაასრულა კიდევ ერთი მასშტაბური მშენებლობა.
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო პარაგრაფი თაბორი თბილისის უახლესი ელიტური სასტუმრო კომპლექსია, რომელიც თაბორის ქედზე მდებარეობს. კომპლექსი აერთიანებს 177 ნომერს, სარეკრეაციო ზონასა და მთელ რიგ ელიტურ მომსახურებას:
• გოლფის მოედნებს
• ჩოგბურთის კორტებს
• მსოფლიო კლასის სპა ცენტრს: ორთქლის ოთახს, საუნას, მასაჟის ოთახებს, დახურულ და ღია საცურაო აუზებს
• ფიტნეს- და საკონფერენციო დარბაზებს
• 4 რესტორანს.
Paragraph Golf & Spa Tabori, Autograph Collection
🌐 www.anagi.ge”-ნათქვამია სამშენებლო კომპანია “ანაგის” განცხადებაში.










კომენტარები

