აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიმდინარე კვირას კარიბის ზღვის აუზში დიდი რაოდენობის სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო თვითმფრინავი გადაისროლა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თვითმფრინავების მეშვეობით ელიტური სამხედრო ქვედანაყოფებისა და აღჭურვილობის გადასროლა მოხდა.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, კარიბის ზღვაში ნიუ-მექსიკოს ავიაბაზაზე განთავსებული CV-22 Ospery-ს ტიპის 10 ამერიკული თვითმფრინავი გადაისროლეს, რომელსაც აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალები იყენებს.
გამოცემის ცნობით, პუერტო-რიკოში აშშ-მა ფორტ-სტიუარტისა და ფორტ-კემპბელის ბაზებიდან C-17 ტიპის თვითმფრინავები გადაისროლა. როგორც ანონიმურმა ამერიკულმა წყარომ გამოცემას განუცხადა, აღნიშნული თვითმფრინავებით სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის გადაყვანა მოხდა.

