აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს პირადი წარწერით საჩუქარი გაუგზავნა.
გავრცელებული ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სომხეთის ელჩი ნარეკ მკრტჩიანი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
ელჩმა ნარეკ მკრტჩიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებისადმი მისი თანმიმდევრული ძალისხმევისთვის“, ასევე „8 აგვისტოს თეთრ სახლში ხელმოწერილი ისტორიული შეთანხმებისთვის“.
მედიის ინფორმაციით, თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სომეხი ხალხი იმსახურებს ხანგრძლივ მშვიდობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა სამშვიდობო პროცესის მიმართ. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობას და მის მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესის წინსვლაში.

