სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს.
მათივე ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 29-30 დეკემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.
„წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:
ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3კგ; გოჭი შემწვარი არაუმეტეს ერთი ცალი; ქათამი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ; ყველი – 3 კგ; ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი; გოზინაყი-500 გრამი; კიტრი და პომიდორი 2-2 კგ; ჩურჩხელა-5 ცალი.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1 500 მეშვეობით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას. სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

