26 დეკემბერს ქუთაისში წვიმებს, დღისით +8 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +9, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +8 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვას ვარაუდობენ, დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში თოვლს ელოდებიან დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც იწვიმებს, +5 იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +4 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვს გუდაურში, დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება.
თოვლია ომალოშიც დღისით -1, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიc იწვიმებს. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში თოვლჭყაპია ნავარაუდები, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც თოვლს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

