27 დეკემბერს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +5, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3. ბათუმშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +5, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმში. +6 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერი დღისით 0 გრადუსია, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +2 გრადუსია, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, +2 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლს ვარაუდობენ გორშიც, დღისით +3 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით -2, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში თოვლს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი თელავშიც, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -0 გრადუსია ნავარაუდევი.
თოვლს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც თოვლს ელოდებიან, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია ნავარაუდევი რუსთავშიც, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
საკმაოდ დიდია თოვლის ალბათობა თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

