გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ნაცბაბლის” ერთ-ერთმა ოდიოზურმა პერსონაჟმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ობიექტურად შეაფასა ხელისუფლების დამსახურება ფეხბურთის განვითარებაში, შეესიენ ნაცინფუზორიები, მადლიერმა ნანული ჟორჟოლიანმა დაიცვა და აღიარა, რომ ჭყონია ნაცპროპაგანდის თანასპონსორია.
აქცენტირება მაქვს იმაზე, რომ ნაცპრიმიტივებს ახასიათებთ საჯაროდ იმის თქმა, რასაც ხშირად უარყოფენ. ‘ელტონ ჭყონიად’ წოდებული სიმართლეს იტყვის თუ არა ხელისუფლების არაერთ მიღწევაზე, ნაკლებად მადარდებს საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლებასთან ერთად. სექტანტების მაუწყებლობის დამფინანსებელი ჭყონიას და მისნაირების ბიზნესები რომ აყვავდა ბოლო წლებში, მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” ნაცრეჟიმისგან განსხვავებით, ბიზნესმენებს პოლიტიკური ნიშნით არ დევნის. ხოლო ვინც სახელმწიფო ბიუჯეტთან არაკეთილსინდისიერია, იქ არავის დანდობაა, ესეც არაერთხელ ვიხილეთ და ვხედავთ.
ამასთან, თუ იქნება ანტიკონსტიტუციური აქტივობის “მეცენატობა”, იქაც კანონი იქნება უზენაესი.
ობიექტური”


