ფლორიდაში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამდე მუქარის შემცველი მორიგი განცხადება გაავრცელა ვლადიმირ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტო აცხადებს, რომ თუ კიევი საქმის მშვიდობიანი გზით დასრულებას არ ისურვებს, რუსეთი ყველა ამოცანას შეიარაღებული გზით გადაჭრის. პუტინი ამტკიცებს, რომ კიევის რეჟიმის მეთაურები არ ჩქარობენ კონფლიქტის მშვიდობიანი საშუალებებით გადაწყვეტას.
„ვხედავთ, რომ დასავლეთშიც გამოჩნდნენ ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც კიევს ურჩევენ, კონფლიქტის დასრულებისთვის ღირსეულ პირობებს დაეთანხმოს და კარგ საბაზისო პირობებს სთავაზობენ გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ასევე, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების და უკრაინის ეკონომიკური აღდგენისთვის. მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ კიევის რეჟიმი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, სამწუხაროდ, არ ჩქარობს“, – განაცხადა პუტინმა.

