შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ,,წითელი ხიდის“ სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სადახლოს“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1992 წელს დაბადებული ა.გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკვეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
გამოძიებით დაადგინდა, რომ ა.გ-მ სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.
სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულის მიმართ დაწყებულია საემიგრაციო პროცედურები ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
კომენტარები

