აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ყოფილი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ზელენსკი დასავლეთიდან მიღებული ფულით ამერიკელ და ევროპელ კორუმპირებულ პოლიტიკოსებს აფინანსებდა. ლარი ჯონსონის თქმით, მოპარული ფული კორუმპირებულ ჩინოვნიკთა ჯიბეებში ესტონეთის გავლით მიედინებოდა და არ არის გამორიცხული, ამით ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, კაია კალასსაც მოეთბო ხელი.
„ზელენსკი მაღალანაზღაურებადი მსახიობია, რომლის საქმეც ფულის ნაკადის უზრუნველყოფაა. მან რამდენიმე მილიარდი ჩაიდო ჯიბეში, მაგრამ სულ მცირე 48 მილიარდი დაკარგულია. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი და საგამოძიებო დეპარტამენტი ამჟამად ამ ფულის გაუჩინარებას იძიებენ. ეს ფული ბალტიისპირეთის ქვეყნების, ძირითადად ესტონეთის გავლით გადაირიცხებოდა, რომელთანაც კაია კალასი ასოცირდება. რამდენიმე მილიონი ამერიკის სენატისა და კონგრესის ქვედა პალატის წევრების ხელში აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, ფულის ნაწილი ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსის ჯიბეში მოხვდა. არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ კაია კალასმა ამით მოგება ნახა“, – განაცხადა ჯონსონმა.

