დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვალერი ზალუჟნი თანამდებობას მალე დატოვებს. უკრაინის მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ბრიტანეთიდან უკრაინაში ბრუნდება და ის გადადგომის შესახებ განცხადებას 4 ან 5 იანვარს გააკეთებს.
მედიის ინფორმაციით, ზალუჟნიმ საკითხი უკრაინის პრეზიდენტთან რამდენიმე კვირის წინ განიხილა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას რამდენიმე თანამდებობა შესთავაზა თუმცა ზალუჟინის ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. უკრაინაში რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მას ვოლოდიმირ ზელენსკიზე მაღალი საპრეზიდენტო რეიტინგი აქვს.
კომენტარები

