ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს დღგ-ის გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 2.7 მილიარდი ლარი დაუბრუნდათ.
ცნობისთვის, დღგ-ის გადამხდელებისათვის დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემა 2020 წლიდან მოქმედებს.
დაბრუნების სისტემა გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე.
კომენტარები

