საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს ქარტიის პრინციპები დაცული უნდა იყოს, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „იქსზე“ ვენესეუალეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს.
პედრო სანჩესი მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
„ესპანეთის მთავრობა ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში არსებულ ვითარებას. ჩვენი საელჩო და საკონსულოები ღია რჩება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას სიტუაციის განმუხტვისკენ და პასუხისმგებლიანი ქმედებებისკენ. საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს ქარტიის პრინციპები დაცული უნდა იყოს“, – წერს პედრო სანჩესი.
კომენტარები

