აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ნიკოლას მადუროს პირველი ფოტო ამერიკული ხომალდის, USS Iwo Jima-ს ბორტზე.
ცნობისთვის, დღეს დილით კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებული და ქვეყნიდან გაყვანილია.

კომენტარები

