ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე 2026 წელს აზიის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენა – ITB CHINA-ში მონაწილეობის მნიშვნელობას აფასებს.
„ჩინეთი ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. შესაბამისად, აღნიშნულ ბაზარზე მსგავსი ტიპის აქტივობების ჩატარება, კერძო სექტორისთვის ხელის შეწყობა, რომ ბევრად მეტი პარტნიორი შეიძინონ, ცნობადობა აიმაღლონ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, 2026 წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ „ITB შანხაი“ იქნება”, – განაცხადა მაია ომიაძემ.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ გამოფენაზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
კომენტარები

