აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერისა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, მარია კორინა მაჩადოს შესახებ განაცხადა, რომ მისი მეთაურობა ნაკლებად სავარაუდოა.
„ვფიქრობ, მისთვის ძალიან რთული იქნება ლიდერობა“, – აღნიშნა ტრამპმა.
„მას ქვეყნის შიგნით არც მხარდაჭერა აქვს და არც პატივისცემა. ის ძალიან სასიამოვნო ქალია, მაგრამ მას პატივს არ სცემენ“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, დღეს დილით კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებული და ქვეყნიდან გაყვანილია.
კომენტარები

