ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომლებიც შეშფოთებულნი არიან მადუროს წინააღმდეგ ჩატარებული ამ ოპერაციით – გონს მოეგეთ, – განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა.
„თქვენ უნდა ზეიმობდეთ არალეგიტიმური ნარკოტერორისტი დიქტატორის აღსასრულს, რომელიც „ჰეზბოლასა“ და პუტინის მოკავშირეა. მან მოიპარა არჩევნები, მხარს უჭერს საერთაშორისო ტერორიზმს და არის ნარკოტერორისტი, ნარკოტიკებით მოვაჭრე. გაეროსა და ევროპის რეაქცია სუსტი და სამარცხვინოა, რაც მხოლოდ ათამამებს ისეთ ბოროტმოქმედებს, როგორიც პუტინია.
დღევანდელი დღე მახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის ძლიერი ამერიკული ლიდერობა. ყოჩაღ ჩვენს სამხედროებს, პრეზიდენტ ტრამპსა და მის მთელ გუნდს“, – აღნიშნა სენატორმა.
კომენტარები

