შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, უწყების სხვადასხვა დანაყოფს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს ახალი წელი პირადად მიულოცა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მინისტრმა გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მათ მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის დაუღალავი შრომის მნიშვნელობას, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის საქმეში.
გელა გელაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლების როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
კომენტარები

