დღეს საფრანგეთში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსზე ხდება თავდასხმა, რათა ძალმომრეობით ჩამოაშორონ პოლიტიკურ ავანსცენას, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოს მიერ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის საქმის მოსმენის დაწყებას გამოეხმაურა.
„დღეს საფრანგეთში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსზე ხდება თავდასხმა, რათა ძალმომრეობით ჩამოაშორონ პოლიტიკურ ავანსცენას. ნათლად ჩანს ის უხეში, უტიფარი პოლიტიკა, რომელიც ყურს უგდებს არა საზოგადოების შეხედულებებს, ხალხის სურვილებს, არამედ მხოლოდ ძალების სურვილებს, რომლებიც არაფორმალურად ცდილობენ ევროკავშირი მართონ. ეს არის ნათელი დასტური ამ ყველაფრის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
კომენტარები

