უკრაინა-რუსეთის ომი ერთ-ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემაა, რომელშიც თუ მონაწილეობს ეროკავშირი, მხოლოდ იმ პოზიციიდან, რასაც ჰქვია ომის პარტიის პოზიცია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
„მსოფლიოს რაც სჭირდება, ეს არის მშვიდობა. ევროკავშირს, ბოლო პერიოდში, არც ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადაუდგამს“, – დასძინა მან.
ცნობისათვის, გამოცემა „პოლიტიკო“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს.
კომენტარები

