პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებას. სეფაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ ევროპის ქვეყნები და პუტინი მოილაპარაკებენ იმ უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელსაც უკრაინა ითხოვს და საჭიროა რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად.
„ძალიან კარგი იქნება, თუ ევროპის ქვეყნები და პუტინი მოილაპარაკებენ იმ მშვიდობაზე და უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელსაც უკრაინა ასე დაჟინებით ითხოვს და რომელიც, რა თქმა უნდა, საჭიროა იმისათვის, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს რეგიონში“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
კომენტარები

