პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში გრენლანდიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
„პარალელურად, სან-მარინოსა და ანდორას მთავრობაში, ასევე ვატიკანის „შვეიცარიელ გვარდიელთა კორპუსში“ საგანგებო თათბირები დაინიშნა.
ლუქსემბურგისა და ლიხტენშტეინის მინისტრები ამ თათბირებს ონლაინ-რეჟიმში, „ზუმით“ შეერთდებიან.
ღონისძიებები მიზნად ისახავს უსაფრთხოების საკითხების ერთობლივ განხილვას, განსაკუთრებით რეგიონის გეოსტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით”, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.


კომენტარები
