“მოკლე ფორმულაა – საქართველო სჭირდებათ იმისთვის, რათა განაგონ, ჰყავდეთ მარიონეტული ხელისუფლება და როგორც კი დასჭირდებათ, გამოიყენონ ან საზარბაზნე ხორცად ან ისეთ პლატფორმად, სადაც რუსეთს დამატებით პრობლემა შეექმნება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, სადაც საქართველო უკრაინასა და მოლდოვას მნიშვნელოვნად უსწრებს.
როგორც ის განმარტავს, არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემაში არის მიღებული, არ არის გაპროტესტებული ევროსასამართლოში.
“დანარჩენი – სააკაშვილის საკითხი, „რუსთავი 2“-ის საკითხი, ნებისმიერი საჩივარი, რომელიც პოლიტიკურ ნიადაგზე ჩვენ წინააღმდეგ იყო შესული, სტრასბურგის სასამართლომ უარყო. გარდა ამისა, არსებობს დიდი რაოდენობა რეიტინგებისა. სასამართლოზე შეტევის ფორმა, რომელიც ვიხილეთ, თავისი უსამართლობით, მიუთითებს იმაზე, რომ შინაარსი დაეყრდნო საფუძველს, რომელსაც ჰქვია აღქმების პოლიტიკა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
