ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია.
ლოპესი აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩინეთ-რუსეთის კარგ ურთიერთობაზე საუბრობს და ამ ფონზე შტატების და ევროპის უთანხმოებას უსვამს ხაზს.
ხავიერ ლოპესის თქმით, კაია კალასი დღევანდელ სამყაროსა და ევროპის რეალურ ინტერესებს მოწყვეტილია. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მწვავედ აკრიტიკებენ სხვა ევროპარლამენტარებიც.
ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, კაია კალასის განცხადებები არის იმის მანიშნებელი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი ამ პროცესების შემხედვარე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს.
“ხედავენ, რომ არასწორი გზით მიაქანებს კაია კალასი და მისი ტიპის პოლიტიკოსები ამ გაერთიანებას, რომელიც იყო ორიენტირებული თანამშრომლობაზე, კეთილდღეობაზე, კანონი უზენაესობაზე, ტრადიციებზე და, რასაკვირველია, ჩვენი მისწრაფება სწორედ ამ ნიშნებით იყო განპირობებული. კაია კალასის განცხადებები არის იმის მანიშნებელი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი ამ პროცესების შემხედვარე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. მე არ მგონია, რომ ეს მხოლოდ კაია კალასი დამსახურებაა, რომელსაც ერთადერთ გზად ამ ვითარებაში ალკოჰოლის მიღება ესახება. ყველა კომისარი ან საუბრობს ომის პარტიის მხარდასაჭერად და ომის დაფინანსების მხარდასაჭერად და ამ ძალაგამოცლილ ევროპას ექაჩებიან იმ მიმართულებით, რომელიც მის ნგრევას გამოიწვევს. ამასთან დაკავშირებით განცხადებები კაია კალასის წინააღმდეგ ადეკვატურია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
