ჩვენთან ქვეყანაში ფაქტობრივად ოპოზიციური პარტიები არ არის, ოპოზიციური სპექტრი მთლიანად კლოაკას გაჰყვა. კლოაკა პარიზში არის დიდი კანალიზაციის სისტემა. ეს არის ჩვენი ქართული ოპოზიცია, – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში საუბრისას.
ფხაკაძის თქმით, ქვეყანაში უნდა იყოს საგნობრივი ოპოზიცია და არა ის, რომელიც დღეს ქართულ რეალობაში არსებობს – „ოპოზიცია ოპოზიციისთვის“.
„ქვეყანაში უნდა იყოს ოპოზიცია, ძალები, რომლებიც განსხვავებული მოსაზრებებით, აზრით და რაც მთავარია, იყოს ოპოზიცია, რომელიც გასცემს ადეკვატურ პასუხს და უნდა იყოს ადამიანებზე ორიენტირებული. უნდა იყოს საგნობრივი ოპოზიცია და არა ოპოზიცია ოპოზიციისთვის, აქეთ-იქეთ რომ დარბიან და ვერ გაიგებ რა უნდა ამ ხალხს. მსოფლიოში არის ძალიან დიდი ცვლილებები. ისეთი ცვლილებებია, რომ ოდნავ მოაზროვნე ადამიანიც კი შოკში ჩავარდება, თუ რა ხდება მსოფლიოში. ის რასაც აკეთებს ამერიკა არის ენით აღუწერელი რამე, რაც ხდება გლობალურ მასშტაბზე“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
მისივე განცხადებით, ირანში დაახლოებით 20 000 ადამიანზე მეტია მოკლული, მაგრამ რაიმე ცვლილება შესამჩნევი არ არის და ოპოზიციის მოსაზრებები, რომ ტრამპის დახმარება გზაშია, არ შეესაბამება რეალობას.
„საქართველოს კუთხით რომ შევხედოთ, ერთი რაღაც უნდა გაიგოთ. ირანში ხედავთ რა ხდება? 20 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, თავად მთავრობა იძახის, რომ 5 000 კაცი მოვკალითო. რაიმე ცვლილებებს თქვენ ხედავთ ირანში? და მესმის ე.წ ოპოზიციის მოსაზრება, გაუნათლებელი ბრბო, „ნარკუშების“ შეკრება უმრავლესობა, კაიფში რომ არიან და რაღაცას ბოდავენ და რომ მოუწოდებენ [საზოგადოებას] ტრამპმა თქვა, რომ დახმარება გზაშია, სად არის გზაში ? ეს 20 000 ადამიანი ხომ დახოცეს, იმ 25 000 ადამიანს, რომელიც გარდაიცვალა რას ეუბნებით? მხარდაჭერა რომ არის. ცვლილებები ისეთი გლობალურია რომ, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში მე დავწერე პოსტი, „მესამე მსოფლიო ომი დაიწყო“ ძალიან ბევრი მაკრიტიკებდა და მლანძღავდა, მაგრამ ჩემთვის იმდენად ნათელი იყო, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, ეს არის მთელი ჯაჭვი, ვისაც ისტორია აქვს წაკითხული როგორ დაიწყო და განვითარდა პირველი ად მეორე მსოფლიო ომი, ესეც არის თანამედროვეობაში, ცოტა სხვა დროში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენთან დაიწყო მესამე მსოფლიო ომი, ჩვენ ახლა ვცხოვრობთ მესამე მსოფლიო ომში. რუკაზე რომ გადახედო ყველგან ომი არის. ასევე არის პროქსი ომები“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
