მათი [ოპოზიციის] ველი და ბრძოლის იარაღი არის შეურაცხყოფა, ბულინგი, მუქარა, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ჯანსაღი დებატები ოპოზიციის ველი არ არის, რადგან მათი ბრძოლის იარაღი სულ სხვაა.
„მათთვის არა მგონია, რომ ჯანსაღი დებატები იყოს კარგი ველი. იმიტომ, რომ თავადვე აღიარებენ, რომ შინაარსში შესვლა მათი გამარჯვება არ არის. თვითონ აღიარებენ – მათი ველი და ბრძოლის იარაღი არის შეურაცხყოფა, ბულინგი, მუქარა და ა.შ.“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აცხადებს პრემიერი.
