სააკაშვილის პათოსს, რომელიც მისი რეჟიმის სისტემურ დანაშაულებს – უდანაშაულობას უწოდებს და ამით ამაყობს, იზიარებენ, „ნაცმოძრაობის“ ყოფილი და ამჟამინდელი წევრები. მათ, შორის, გიორგი ჩალაძე.
„რა თქმა უნდა, რა კითხვა არის? სრულიად ვიზიარებ აბსოლუტურად ყველა დეტალს“, – განუცხადა „ქრონიკას“ გიორგი ჩალაძემ.
„სრულიად გეთანხმები შინაარსში და პათოსში“, – წერს გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის პოსტზე.
ცნობისთვის, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი მისი ხელისუფლების სისტემურ დანაშაულებს, უდანაშაულობას უწოდებს და მანიპულაციური ტექსტით ცდილობს, რეალობის გაყალბებას.
„ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ პოსტში, სააკაშვილი ამართლებს და არ ნანობს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ქმედებებს. ერთ-ერთ მაგალითად 2006 წლის კორტების სპეცოპერაცია მოჰყავს. ის ამართლებს ზურაბ ვაზაგაშვილის სასტიკად მოკვლას.
2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილსა და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვს მანქანაში 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს. სააკაშვილის პათოსს ეთანხმება და დანაშაულებს ამართლებენ ნაცმოძრაობაში, მმართველი გუნდი კი იმ ფაქტებს იხსენებს, როდესაც ადამიანის უფლებები ფუნდამენტურად ირღვეოდა.
