პოზიტიურს არაფერს ველოდებით ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ისინი ტყუილებით არიან თავიანთ გამონათქვამებში და საქმიანობაში ცნობილები, – ასე გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ სხდომას დავითა მათიკაშვილი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სხდომაზე ერთ-ერთი გამომსვლელის ლორა თორნტონის შესახებაც საუბრობს.
„გვახსოვს ამ ქალბატონის გამონათქვამები, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტის მიმართ პირდაპირ შეურაცხმყოფელია. ის ადანაშაულებდა დონალდ ტრამპს ძალადობაში და ა.შ. მოკლედ, ეს არის ის ფორმატი, სადაც ანტიქართული რიტორიკა არის არა რაიმე ბუნებრივი და რეალური ფაქტებით, არამედ შეგნებულად, ცრუ ნარატივით განპირობებული. ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანია ჩვენს საზოგადოებაზე ზეწოლა, ძალმომრეობა და მცდელობა კვლავ ისეთი გადაწყვეტილებები მიაღებინონ ქართველ ხალხს, რომლებიც ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
