დღეს ნინოობაა. მართლმადიდებლები წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.
მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით ვაზის ჯვრით ხელში შემოვიდა. წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს – გარდაცვალება.
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” გილოცავთ ნინოობას!
კომენტარები
