აშშ-ისა და სირიის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
დონალდ ტრამპმა და აჰმედ ალ-შარაამ სირიაში არსებული ვითარება, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„სირიის ლიდერმა დაადასტურა სირიის სრული ერთგულება თავისი ტერიტორიის ერთიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის მიმართ, სახელმწიფოს მტკიცე გადაწყვეტილება, შეინარჩუნოს თავისი ინსტიტუტები და გააძლიეროს სამოქალაქო მშვიდობა. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო ძალისხმევის გაერთიანების მნიშვნელობას ტერორისტული ორგანიზაციების დაბრუნების თავიდან ასაცილებლად, რომელთა შორის პირველ რიგში „აისისია““, – ნათქვამია სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, დონალდ ტრამპმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა სირიელი ხალხის სწრაფვისადმი ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად და მიესალმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც კონფლიქტის დასრულებლისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს. საუბარია სირიის სამთავრობო ძალებსა და ქურთების მეთაურობით მოქმედი „სირიის დემოკრატიული ძალებს“ შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე.
რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ტრამპმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს სირიაში რეკონსტრუქციის ძალისხმევას, ინვესტიციების წახალისებასა და კაპიტალისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას.
