არიზონაში სასაზღვრო პატრულმა ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ წერს.
შემთხვევა პიმას ოლქის სამხრეთ ნაწილში მოხდა.
დაჭრილი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და მასში გამოძიების ფედერალური ბიუროც არის ჩართული.
ცნობისთვის, სხვადასხვა დროს მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა ორი ადამიანი მოკლეს. ბოლო შემთხვევა 24 იანვარს მოხდა, როდესაც, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, მოკლული 37 წლის მამაკაცი აშშ-ის მოქალაქე იყო. მას იარაღი კანონიერად ჰქონდა შეძენილი. მანამდე მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა.
