პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკს მიმართავს და რუსებისთვის „სტარლინკის“ გამოყენების შეზღუდვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ რადოსლავ სიკორსკი სოციალურ ქსელში წერს.
სიკორსკიმ სოციალურ ქსელში ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანგარიში გააზიარა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსები ილონ მასკის „სტარლინკების“ თანამგზავრებს უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმების განსახორციელებლად იყენებენ.
„დიდო კაცო, ილონ მასკ, რატომ არ უშლი ხელს რუსებს „სტარლინკის“ გამოყენებაში უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმებისთვის? ომის დანაშაულებზე ფულის კეთებამ, შესაძლოა, დააზიანოს შენი ბრენდი“, – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
კომენტარები
