BBC-ს ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს ებრაელების უგულებელყოფაში დასდეს ბრალი, – წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
BBC Breakfast-ის ეთერში ჰოლოკოსტის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით დაახლოებით შვიდწუთიანი სიუჟეტი გავიდა, რომელშიც არც ებრაელები და არც ანტისემიტიზმი უხსენებიათ, ხოლო ნაცისტების მოტივები განუმარტავი დარჩა.
წამყვანმა ჯონ ქეიმ მაყურებელს აცნობა, რომ ეს იყო დღე „იმ ექვსი მილიონი ადამიანის მოსაგონებლად, რომლებიც ნაცისტურმა რეჟიმმა 80-ზე მეტი წლის წინ ამოხოცა“.
მთავარი რესპონდენტი, გადარჩენილი სიუზან პოლაკი, ისე წარადგინეს, რომ მისი ებრაული წარმომავლობა საერთოდ არ უხსენებიათ.
სამშაბათს ცნობილმა ებრაელმა მოღვაწეებმა მწვავე უკმაყოფილება გამოხატეს იმის გამო, რომ BBC-მ რამდენიმე გადაცემაში უგულებელყო ის ფაქტი, რომ ჰოლოკოსტის მსხვერპლნი ებრაელები იყვნენ.
