ლევან ხაბეიშვილმა რა უნდა შეცვალოს გარდა იმისა, რომ ვარჯიში კრივის გარდა, ჭიდაობაში დაიწყოს? „ქურქუმალ ვაითის“ ცვლილება შესაძლებელია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, რომ უნდა დაჯდეს, ილაპარაკოს, იქნებ, შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში დაბრუნდნენ.
„ლევან ხაბეიშვილმა შეიძლება, ერთი რამე შეცვალოს, ადრე კრივში თუ ვარჯიშობდა, ახლა შეიძლება, ძიუდოში დაიწყოს ვარჯიში. ეს ცვლილების ის დიაპაზონია, რომელიც მის ინტელექტს და „ქურქუმალ ვაითს“ სწვდება. ცვლილების სხვა მიმართულება არც წარმომიდგენია. შეურაცხყოფას მას არ ვაყენებ, პოლიტიკურ ფიგურაზე ვსაუბრობ. ლევან ხაბეიშვილმა რა უნდა შეცვალოს გარდა იმისა, რომ ვარჯიში კრივის გარდა, ჭიდაობაში დაიწყოს? „ქურქუმალ ვაითის“ ცვლილება შესაძლებელია. მოწოდებები მხოლოდ მისგან არ გაისმის, რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, რომ უნდა დაჯდეს, ილაპარაკოს და იქნებ, შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში დაბრუნდნენ, რომელიც, თავის მხრივ, ყველანაირი დიაპაზონიდან გასულია. ერთმანეთს უნდა შეეეჯიბრონ იმაში, ვინ უფრო მეტი თანხა უნდა მიიღოს, რათა ქვეყანა დააზიანოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
